"ვარჯიში დავიწყეთ და..." - რას ყვება მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი კარანტინზე

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი საუბრობს, როგორ მიდის კარანტინის ამბები, რომელიც კლუბის კალათბურთელის გამო გამოცხადდა.

"ოთხთაბათს დილით მოვედით სავარჯიშოდ. ვარჯიში დავიწყეთ და გამოჩნდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და გვითხრეს, რომ ყველაფერი 2 კვირით უნდა გაგვეჩერებინა. თითოეული ჩვენგანი უნდა დარჩეს სახლში და არავითარ შემთხვევაში არ დატოვოს მადრიდი.

რამდენადაც მე ტრავმა მივიღე და აღდგენით ვარჯიშებს გავდიოდი, იმ ჯგუფში ვიყავი, სადაც ინფიცირებული კალათბურთელი იყო. თუმცა მე არავითარი სიმპტომები არ აღმომაჩნდა." - ციტირებს 22 წლის თავდამსხმელს marca.

შეგახსენებთ, მადრიდის "რეალის" კალათბურთელს ტრეი ტომპკინსს კორონავირუსზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. 

altბუნდესლიგის ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

altმაკგრეგორის დეიდა კორონავირსუმა იმსხვერპლა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული