21 წლის ესპანელი მწვრთნელი კორონავირუსით გარდაიცვალა

AutoSharing Option
როგორც ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, "ატლეტიკო პარტადა ალტას" ბავშვთა ფეხბურთის სისტემაში მომუშავე მწვრთნელი, სახელად ფრანცისკო გარსია, კორონავირუსით გარდაიცვალა.

ფრანცისკომ აღნიშნული ვირუსით დაინფიცირების შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგო. ის კლუბში საბავშვო გუნდის მწვრთნელად მუშაობდა და გარდაცვალების დღეს 21 წლის იყო.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გარსია ვირუსის რისკის ქვეშ მყოფ ადამიანთა კატეგორიაში შედიოდა, გარკვეული ხნის წინ ის ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა.

ახალგაზრდა სპეციალისტი გუშინ, 15 მარტს, მალაგის საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოცემის მიხედვით, სიკვდილამდე ფრანცისკო სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ოჯახის წევრებსაც ეკონტაქტებოდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
უცებ შორიდან სურათს რომ შევხედე (სანამ გავხსნიდი სტატიას), ზურიკო დავითაშვილს მივამსგავსე (ღმერთმა დაიფაროს)
qomagi
18:12 16-03-2020
2
როგორც უცხოურ საიტებზე დაიწერა ლეიკემია ჰქონდა,ანუ თანმდევი სხვა დაავადებაც ჰქონდა.RIP
სამწუხაროდ
06:31 17-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული