"ბარსელონა" მზადაა უმტიტის შეელიოს

AutoSharing Option
sport.es-ის ცნობით, კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა 26 წლის სამუელ უმტიტის ხშირი ტრავმებით და მზადაა ის სხვა კლუბში გაუშვას.

ასევე, საუბარია მეორე ფრანგის, სამუელ-კლემან ლანგლეს გაშვებაზე. თუმცა გუნდისთვის პრიორიტეტულია, ჯერ უმტიტის დაემშვიდობონ. "ბარსელონასა" და უმტიტის ურთიერთობას "მანჩესტერ იუნაიტედი" საკმაოდ აქტიურად ადევნებს თვალს. 

შეგახსენებთ, სამუელი "ბარსელონაში" "ლიონიდან" 35 მილიონ ევროდ 2016 წელს გადავიდა. მას შემდეგ მცველმა 119 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 16 მატჩია. 

Transfermarkt-ი მცველის სატრანსფერო ღირებულებას 40 მილიონ ევროდ
აფასებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამარჯობათ. ვფიქრობ თავს კომპეტენტურ ჟურნალისტებად თვლით და ცოდნა გაქვს სპორტული საქმიანობის. მე ხშირად ვკითხულობ თქვენს გვერდს და სასიამოვნოა ბევრი კარგი სიახლეები.. მაგრამ სადაც მაგალითად უმტიტის სტატისტიკას წერთ, აქ გოლის გატანა და საგოლე გადაცემა რა შუაშია?? კაცი არის ბოლო მცველი, რომლის მოვალეობაცაა კარი დაიცვას და არა გოლები შეყაროს.. საერთოდ ზედმეტია ესეთი სტატისტიკა მცველისთვის... მაშინ ისიც მიაწერეთ, რომ ამ 119 თამაშიდან, 87 ყოჩაღად იდგა დაცვაშიო :)) უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა ასეთი.. წარმატებები
აკო
11:15 17-03-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული