ულტიმატუმი: მესი "ბარსას" ამ ფეხბურთელის არმოყვანის გამო დატოვებს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი ბოლო პერიოდში კლუბთან საერთო ენას უფრო ხშირ-ხშირად ვერ პოულობს ხოლმე. დაძაბული ურთიერთობის ფონზე, მისი გუნდიდან წასვლის შანსები იზრდება.

El Confidencial-ის ცნობით, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც მესი გუნდში დარჩება - ნეიმარის დაბრუნებაა, რომელიც ამჟამად პსჟ-ის ღირსებას იცავს. 

გასული წლის ზაფხულში 28 წლის ბრაზილიელი ახლოს იყო კატალონიურ გუნდში გადასვლასთან, თუმცა ბოლო მომენტში მხარეებმა ვერ შეძლეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. 

ლიონელი "ბარსელონას" ხელმძღვანელობას პრაქტიკულად ულტიმატუმს უყენებს, რომ ნეიმარი ნებისმიერ ფასად დააბრუნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ ხედავს ძლიერი გუნდის
პოტენციალს და მზად არის, კარიერა სხვა გრანდში გააგრძელოს. 

შეგახსენებთ, მესის "ბარსასთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა, ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით, მას გუნდიდან წასვლა ზაფხულში უფასოდ შეეძლება.

altმოემზადეთ გაოცებისთვის: ცნობილი გახდა მესის ხელფასი კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში

alt"მიფურთხებია... მესი ფენომენალური აღარ არის" - არგენტინის ყოფილი მეკარე

alt"ბარსელონა" მესისთვის მინიმუმ 4 ფეხბურთელს დაიმატებს

მკითხველის კომენტარები / 14 /
გამოდის აღიარებს მე არავარ იმ დონის რომ ნეიმარის გარეშე მნიშვნელოვანი ტურნირი მოვიგოო.და ამას ადარებთ მარადონას?
სამარცხვინო საქციელი
13:57 19-03-2020
7
შარშანდელი აიაქსი გაიხსენეთ, არც მესი ჰყავდათ და არც ნეიმარი, მაგრამ რა ფეხბურთსაც თამაშობდნენ, არა მგონია ბარსა უკეთეს თამაშს აჩვენებდა, ამიტომ არა ვარ ამათი გულშემატკივარი, არც ბარსასი დ არც რეალის, ამ საქმეს მწვრთნელი სჭირდება და არა ნეიმარი, გაუმარჯოს ბავარიას.
ბმბ
15:40 18-03-2020
12

სიახლეები პოპულარული