
აღსანიშნავია, რომ თავად ფეხბურთელს რომში დარჩენა და კარიერის გაგრძელება იტალიაში სურს.
ფეხბურთელი "ლაციოში" 2016 წლის აგვისტოდან თამაშობს. მან 79 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
მიმდინარე სეზონში მცველის ანგარიშზე 23 შეხვედრიდან 1 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა. ფეხბურთელს კონტრაქტი გუნდთან 2022 წლამდე აკავშირებს.
Transfermarkt-ი ლუის ფელიპეს 20 მილიონ ევროდ აფასებს.