"ბარსელონა" "ლაციოს" მცველში 40 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა მცველს წასვლა არ უნდა

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კატალონიის "ბარსელონა" მზადაა 40 მილიონი ევრო "ლაციოს" 22 წლის მცველში, ლუის ფელიპეში გადაიხადოს. 

აღსანიშნავია, რომ თავად ფეხბურთელს რომში დარჩენა და კარიერის გაგრძელება იტალიაში სურს. 

ფეხბურთელი "ლაციოში" 2016 წლის აგვისტოდან თამაშობს. მან 79 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. 

მიმდინარე სეზონში მცველის ანგარიშზე 23 შეხვედრიდან 1 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა. ფეხბურთელს კონტრაქტი გუნდთან 2022 წლამდე აკავშირებს.

Transfermarkt-ი ლუის ფელიპეს 20 მილიონ ევროდ აფასებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული