ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი პოსტს 2020 წლის ზაფხულში არ დატოვებს.
კლუბის ხელმძღვანელობას ახალი სეზონისთვის მზადების დაწყება ძალიან ადრე მოუწია და ზიზუს დატოვება უკვე გადაწყვეტილია, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა შედეგით დაასრულებს "ბლანკოსი" სეზონს.
ბუნებრივია, "რეალის" ბოსები სეზონის დასრულებას ელოდნენ და გადაწყვეტილების მიღებას მერე აპირებდნენ, თუმცა კორონავირუსმა ყველაფერი შეცვალა.
ზინედინ ზიდანის სამწვრთნელო შტაბი კი უკვე 2020/21 წლების სეზონისთვის იწყებს მზადებას.