"ბარსას" კაპიტნებმა ხელფასების შემცირების შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პარასკევს, 20 მარტს "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ შეხვედრა გამართა მთავარი გუნდის კაპიტნებთან და მათ ხელფასის შემცირების საკითხზე ესაუბრა.

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" 4 კაპიტანი ჰყავს - ლიონელ მესი, ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და სერხი რობერტო. გამოცემის მიხედვით, ფეხბურთელები მზად არიან ხელფასების 30%-იან კლებაზე, სანამ სეზონი არ განახლდება.

კლუბის ბიუჯეტის 53% (552 მილიონი ევრო) სწორედ მთავარ გუნდს ხმარდება. "ბარსას" კი, შეწყვეტილი სეზონის გამო შემოსავლები შემოაკლდა, თუმცა კლუბში წლიური ბიუჯეტზე მეტის დახარჯვა არ სურთ, სწორედ ამიტომ მიმართეს ფეხბურთელებს.

alt"რეალის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა

alt"ბარსელონას"

"ბაიერნის" ფეხბურთელი უნდა, თუმცა მოთხოვნილ ხელფასს ვერ გადაუხდის
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული