"ბარსელონა" დემბელეს უკანასკნელ შანსს მისცემს

AutoSharing Option
"ბარსელონამ" 22 წლის თავდამსხმელ უსმან დემბელეს გაყიდვა გადაიფიქრა და უკანასკნელ შანსს მისცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიური "სპორტი" ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, მწვრთნელი კიკე სეტიენი, რომელიც გუნდს მომავალ სეზონშიც უხელმძღვანელებს, დარწმუნებულია, რომ დემბელე თავს წარმოაჩენს.

2017 წელს 105 მილიონ ევროდ შეძენილი დემბელე ამჟამად ტრავმირებულია. მან ამ სეზონში 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა, კონტრაქტი კი "ბარსასთან" 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული