"რეალის" ექსპრეზიდენტი ფერნანდო მარტინი კორონავირუსის სიმპტომებით ჰოსპიტალიზებულია, - იტყობინება "მარკა".
72 წლის ფუნქციონერი მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
მარტინი ფლორენტინო პერესის გადადგომის შემდეგ, 2006 წელს 2 თვე იყო "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი. მის შემდეგ პრეზიდენტად რამონ კალდერონი აირჩიეს.
რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით 76 წლის ასაკში "რეალის" ექსპრეზიდენტი ლორენცო სანსი გარდაიცვალა.