"ბარსელონა" 24 წლის მცველ კლემან ლანგლეს კონტრაქტს გაუგრძელებს, - ამის შესახებ კატალონიური "სპორტი" ავრცელებს ინფორმაციას.
გამოცემის ცნობით, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან. ლანგლეს "ბარსასთან" ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
ლანგლე ამჟამად ფორმაში არ არის და ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება. მან ამ სეზონში ლა ლიგის 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.