როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი ზაფხულში "ბარსელონას" დატოვებს, მისი სამსახურით პსჟ, "მანჩესტერი" და "არსენალი" დაინტერესდნენ, - იტყობინება Football.London-ი.
"ბარსელონა" გრიზმანის გასხვისების ორ ვარიანტს განიხილავს - 105 მილიონ ევროდ გაყიდვას და განათხოვრებას, რის შემდეგაც ანტუანის იჯარით ამყვანმა კლუბმა მისი კონტრაქტი უნდა გამოისყიდოს.
"მეთოფეებს" გრიზმანი პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემცვლელად სჭირდება, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებს.