კატალონიის "ბარსელონა" მუშაობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელებს ხელფასი 70%-ით შეუმცირდებათ. თუმცა შემცირება არ შეეხება საბონუსე სისტემას.
დირექტორთა საბჭომ უკვე მოამზადა გეგმა, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში მხარეები გაეცნობიან. განახლებული პირობები საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე იქნება ძალაში, რომელიც ესპანეთის ხელისუფლებამ 11 აპრილამდე კორონავირუსის პანდემიის გამო გაახანგრძლივა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო სპორტული ღონისძიებები შეჩერებულია, უკეთეს შემთხვევაში კი ცარიელი ტრიბუნების ფონზე მიმდინარეობს. გამომდინარე აქედან, ფეხბურთის კლუბები სერიოზულ ზარალში არიან და უწევთ სათადარიგო გეგმების შესრულება.