"ბარსელონა" პსჟ-ს ნეიმარში გრიზმანსა და 100 მილიონს შესთავაზებს

AutoSharing Option
ზაფხულში პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნება შესაძლებელია.

Sky Sports-ის ცნობით, პსჟ ნეიმარს 155 მილიონ ევროდ აფასებს და "ბარსელონა" ტრანსფერში ფორვარდ ანტუან გრიზმანის ჩართვას გეგმავს.

უფრო კონკრეტულად - "ბარსა" მზადაა პარიზულ კლუბს 55 მილიონი და გრიზმანი შესთავაზოს.

თუ "პარი სენ ჟერმენი" ამ წინადადებაზე არ დათანხმდა, "ბარსელონა" გრიზმანის გაყიდვას და შემდეგ ნეიმარის კონტრაქტის გამოსყიდვას შეეცდება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრიზმანის სამსახურით "მანჩესტერი" დაინტერესდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ნეიმარით შეგვიკიკინეს! მოდის არ მოდის, აი ეს არის საკითხავი!
.m.k.
12:20 02-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული