"შახტარის" ყოფილმა მცველმა დარიო სრნამ ისაუბრა მიზეზებზე თუ რატომ ჩაიშალა "ბარსელონაში" გადასვლის ტრანსფერი.
"იმ მომენტში "შახტარს" ვერ დავტოვებდი. ვგრძნობდი, რომ "შახტარის" ისტორიაში ეს უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო. ვიცი, როგორ პატივს მცემენ და ვუყვარვარ ხალხს დონეცკში. უბრალოდ არ შემეძლო ამ ხალხისთვის იმედი გამეცრუებინა. არ ვნანობ, რომ "ბარსელონაში" არ გადავედი. დავრჩი "შახტარში" იმიტომ, რომ გულმა ასე გადაწყვიტა - ესაა და ეს." - ციტირებს ფეხბურთელს კლუბის ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, სრნა, "შახტარში" 2003 წელს გადავიდა. დონეცკურ კლუბში 492 მატჩი ჩაატარა, 45 გოლი გაიტანა და 121
შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
2018 წელს დარიო "კალიარში" გადავიდა, ხოლო 1 წელიწადში კარიერა დაასრულა.