"ბარსელონამ" შეიძლება ფეხბურთელებს ხელფასები საერთოდ ვეღარ გადაუხადოს

AutoSharing Option
კატალონიური კლუბის ფინანსური მდგომარეობა საგანგაშოა

AS-ის ცნობით, "ბარსელონამ" ფეხბურთელებს განმეორებით სთხოვა ხელფასების შემცირებაზე დათანხმდნენ. ადრე ისინი ანაზღაურების 70%-ით შემცირებაზე დათანხმდნენ, ახლა კი სავარაუდოდ ესეც არ იქნება საკმარისი.

გამოცემის ცნობით, კატალონიური კლუბი მოსალოდნელზე გაცილებით რთულ ფინანსურ ვითარებაში აღმოჩნდა და არაა გამორიცხული, სეზონის განახლებამდე მოთამაშეებს გასამრჯელო საერთოდ ვერ გადაუხადოს.

"ბარსას"პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ კლუბის ხელმძღვანელობას ანგარიშის წარმოდგენა დაავალა იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება "ბარსას" მდგომარეობა, როდესაც სეზონი განახლდება.

თუმცა, ყველა ფაქტორის გათვალისწინება და რაიმეს მიახლოებითაც კი დაანგარიშება შეუძლებელია - როდის განახლდება სეზონი, დაესწრებიან
თუ არა მაყურებლები, გაიხსნება თუ არა საკლუბო მაღაზიები და ა.შ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ერთი კაცი გაყიდონ გვარს არ დავასახელებ და ხელფასებსაც დაარიგებენ დაბურთებსაც იყიდიან !!!
Z.g.
20:53 04-04-2020
7
ნელა ნელა მაგრამ სტაბილურად დინამოსთვის ადგილი თავისუფლდება პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში.DD იტალიას გასაგებია ფეხბურთისთვის აღარც ეცლება. ბელგია უკვე მოვიშორეთ, გერმანია გაკოტრდა. ალბათ ბელორუსის ჩემპიონი ბრესტი და ჩვენი ფარჩაკი დინამო ფავორიტები დარჩებიან ლიგაზე.DD ვაი ფეხბურთს და ვაი ჩვენ რომ ფეხბურთს ეტყობა ვეღარ უყურებთ წელს..
G.LA
22:58 04-04-2020
4

სიახლეები პოპულარული