"ატლეტიკო" კავანისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
Sport.es-ის ცნობით, ურუგვაელი ედინსონ კავანის შეძენით მადრიდის "ატლეტიკო" დაინტერესდა. ტრანსფერს პირადად მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე უწევს რეკომენდაციას. დიეგო კავანის ჟოაო ფელიშისთვის იდეალურ მეწყვილედ ხედავს.

ადრე კავანის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტით არგენტინული "ბოკა ხუნიორსი" და ბრაზილიური "ფლამენგო" იყვნენ დაინტერესებულნი.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კავანიმ პსჟ-ის შემადგენლობაში 22 შეხვედრა გამართა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა მიიწერა. ურუგვაელს მოქმედი კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული