დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ კორონავირუსის ფონზე მსოფლიოს ეკონომიკის ფუნქციონირებაზე "მუნდო დეპორტივოსთვის" მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

- როგორ ფიქრობთ, ეს კრიზისი სამყაროს შეცვლის?
- ვფიქრობ, ქვეყნებმა და მთავრობებმა მომხდარიდან დასკვნები უნდა გამოიტანონ. არ შეიძლება დამოკიდებული იყო მესამე მხარის წარმოებასა და ექსპორტზე, მაგალითად, ჩინეთზე, თუნდაც, თუ მისი საქონელი იაფია.

ამას იმიტომ კი არ ვლაპარაკობ, რომ ამ ქვეყნის რამე საწინააღმდეგო მაქვს. არა, უბრალოდ ვთვლი, რომ ყველა ქვეყანამ მსგავს ვითარებაში თვითონ უნდა აწარმოოს მისთვის საჭირო საქონელი. ამაზე კითხვები მთვრობებსა და სხვადასხვა
ადმინისტრაციას უნდა დაუსვათ.

ჩემი აზრით, ქველმოქმედება და საერთო სოლიდარობა კარგია, ხალხი გულუხვობას იჩენს, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შემოწირულობებს იღებს, მაგრამ საგანგებო სიტუაციისას ქვეყნის პირველადი მოხმარების საქონლით უზრნველყოფა მთავრობის ამოცანაა.

უნდა განვითარდეს სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა. რა თქმა უნდა, მე კერძო მედიცინის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, ვისაც უნდა, მათი მომსახურებით უნდა ისარგებლოს, თუმცა სახელმწიფო ჯანდაცვა პირველი რიგის ამოცანაა, რომლითაც ყველა გარანტირებული უნდა იყოს. ეს მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა მას მკურნალობის ხარჯები დაფაროს.

რესპირატორებს ახლა საავტომობილო ქარხნებში აწარმოებენ? რატომ არ უნდა შექმნან ამ კომპანიებში ქვეგანყოფილებები, რომლებიც ამ საგნებს სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემისათვის დაამზადებენ, რათა ყველაფრის შეძენა საზღვარგარეთ არ მოგვიწიოს?

მკითხველის კომენტარები / 2 /
Aმას საქრატველოშიც თუ მიხვდებიან Kარგი იქნება
Tttttt
12:36 08-04-2020
0
ნამდვილად ვეთანხმები დელბოსკეს
macbook pro
04:40 08-04-2020
0

სიახლეები პოპულარული