ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა

AutoSharing Option
გუშინ, 21 ივნისს, მადრიდის "რეალმა" "რეალ სოსიედადი" 2:1 დაამარცხა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში აღმოჩნდა.

Gracennote Live-ის ინფორმაციით, ეს გამარჯვება ზიდანისთვის ყველა ტურნირზე 134-ე აღმოჩნდა.

ამ მაჩვენებლით ფრანგმა სპეციალისტმა გაასწრო ვისენტე დელ ბოსკეს, რომელმაც "რეალს" 133-ჯერ მოაგებინა. ულაპარაკო ლიდერი კი მიგელ მუნიოსია, რომელიც "სამეფო კლუბს" 1959-74 წლებში წვრთნიდა. მან მადრიდელებს 357-ჯერ გაამარჯვებინა.

ზიდანი "რეალს" 2016-18 წლებში წვრთნიდა, ხოლო გასულ წელს ისევ დაუბრუნდა მთავარი მწვრთნელის პოზიციას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული