კასილასს "რეალში" დაბრუნება უნდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილ მეკარესა და კაპიტანს, იკერ კასილასს გუნდში დაბრუნება უნდა.

"მინდა ერთხელ "რეალში" დავბრუნდე. ამ ადგილს ჩემს სახლად ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელია არ ვყოფილვარ. "რეალში" 25 წელიწადი გავატარე და დარწმუნებული ვარ, როდისმე ისევ დავბრუნდები." - ციტირებს 38 წლის იკერს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, იკერის ბოლო გუნდი "პორტუ" იყო. 2019 წლის მაისში მან გულის შეტევა გადაიტანა, ხოლო 2020 წლის თებერვალში კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული