მესი: როდესაც ის გასახდელში შემოვიდა, თვალებში ვერ ვუყურებდი

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ლეო მესიმ 2007 წელს "ბარსელონაში" ფორვარდ ტიერი ანრის გადასვლა გაიხსენა.

"პირველ დღეს, როდესაც გასახდელში ანრი შემოვიდა, თვალებში ვერ ვუყურებდი. ვიცოდი, ინგლისში რასაც მიაღწია. მასზე დიდი შთაბეჭდილება ჩამომიყალიბდა და შემდეგ უეცრად ერთ გუნდში აღმოვჩნდით.

ასე გამოვხატავდი მისდამი აღფრთოვანებას. მომწონდა ანრის თამაშის სტილი, როგორ ადვილად სცდებოდა მეურვეებს, გაჰქონდა გოლები და მატჩში ინტრიგას კლავდა. ის დიდებული იყო", - ციტირებს მესის "ეკიპი".

ანრიმ "ბარსაში" 2007-10 წლებში 121 მატჩში 49 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გეთანხმები, მესი მართლაც მესია! ტიერი ანრი რაღაცით ჩვენს სახელოვან ბრწყინვალე ფეხბურთელს, დათო ყიფიანს წააგავდა, იმისავეთ დახვეწილი, ელეგანტური და ბურთის უნიკალური ფლობა. ეეჰ რა დინამო გვყვავდა? რა ვარსკვლავებით სავსე გუნდი?
ძველი დინამოს ქომაგი. გიორგი
15:36 11-04-2020
1
კი, ანრი მგელი იყო, მაგრამ მესი მაინც მესია.
დააბრუნეთ გელა ნუგზარაშვილი ნაკრებში!
18:50 10-04-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული