არანაირი "ინტერი" - მესი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი "ინტერში" აპირებს გადასვლას, სიცრუე აღმოჩნდა. ამის შესახებ თავად არგენტინელმა განაცხადა.

"ეს ცრუ ინფორმაციაა. იგივე ეხება "ნიუელს ოლდ ბოიზსაც". ეს სიმართლე არ არის. კარგია, რომ ამის არავის არ სჯერა", - წერს მესი "ინსტაგრამზე".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესი მომავალ სეზონში "ინტერში" გადავა და მას "ნიუელს ოლდ ბოიზიც" ეპატიჟება.

მესი "ბარსაში" 2005 წლიდან თამაშობს, კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი კი 2021 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მესი სხვა ქვეყანაში არ წავა იმიტომ რომ მარტო ესპანური ენა იცის.ეტყობა ცოტა გონებასუსტია.
gurak
02:33 10-04-2020
14
და რა ინგლისურად თუ ისაუბრა მაგარი ბიჭუნა იქნება?რაც ევალება იმას 10ანზე აკეთებს და თუ ვინმეს დალაპარაკება უნდა მან იმტვრიოს თავი და ესაუბროს გასაგებ ენაზე
თემური
00:26 11-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული