"ბარსელონა" ექვსმა დირექტორმა დატოვა - ეს დიადი კლუბის დიდი კრიზისის დასაწყისია?

AutoSharing Option
"ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს 6 წევრი გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ყველა წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემა ავრცელებს.

თანამდებობები დატოვეს ვიცე-პრეზიდენტებმა ემილი რუსომ და ენრიკე ტომბასმა, რომლებსაც კონფლიქტი ჰქონდათ კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუსთან; აგრეთვე, დირექტორებმა - სილვია ელიასმა, მარია ტეიშიდორმა, ჟოზეპ პონტმა და მმართველობის მდივანმა ჟორდი კლასამილიამ.

ისინი გადადგომის მიზეზად "ბარსელონაში" კრიზისის ცუდ მართვას, საქმეს, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ქსელებში ცრუ ექაუნთებთან (თავდამსხმელ ლეო მესის კრიტიკასთან დაკავშირებით) და კორონავირუსის შემდეგ კლუბის მომავალს ასახელებენ.

"ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი დაუყოვნებლივ ვტოვებთ კლუბში დაკავებულ თანამდებობებს და მიღებული
გადაწყვეტილების შესახებ კლუბის პრეზიდენტ ბარტომეუს ვაცნობეთ.

ჩვენ ამ აზრამდე მივედით და მნიშვნელოვანი გამოწვევების წინ და მეტადრე პანდემიის დასრულების შემდეგ ვერ ვხედავთ კლუბის მმართველობაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას.

გვინდა ჩვენს იმედგაცრუებას გავუსვათ ხაზი სოციალურ ქსელებში ექაუნთების ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც პრესაში Barçagate-ის სახელითაა ცნობილი.

ვისურვებთ, რომ PricewaterhouseCoopers-ის აუდიტის შემდეგ ანგარიშები იმათ გადაეცეთ, ვისაც ეს ეკუთვნის.

და დასასრულ, გვსურს მადლობა გადავუხადოთ დირექტორებსა და დირექტორთა საბჭოში ჩვენს კოლეგებს, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობა "ბარსელონას" მიუძღვნეს.

მადლობას ვუხდით ხელმძღვანელებსა და კლუბის თანამშრომლებს მხარდაჭერისა და შესანიშნავად მუშაობისათვის. ჩვენ სიამოვნებით ვემსახურებოდით საყვარელ "ბარსელონას", - ნათქვამია განცხადებაში.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
რეებს ბოდავ ნეტა იცოდე მაინც რა რეალი რის რეალი იცი მაინც რამხელა პინანსებთანაა საქმე ამ ლესის რომ უხხდიან 50 მილიონს თვეში საიდან მოდის ხომ ვერ მეტყვით
6
გელა ნუგზარაშვილი რომ ლაციოში გადავიდა მაგას რატომ არ წერთ?
ფცყბჯიფფცჯ
10:43 10-04-2020
2

სიახლეები პოპულარული