პსჟ-ის თავდამსხმელ ედინსონ კავანის დედამ, ბერტა გომესმა თავისი შვილის შესახებ ისაუბრა.
"საბედნიეროდ, ახლა ედინსონის სამსახურით ბევრი კლუბია დაინტერესებული. ჯერ თავადაც არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას. პარიზული კლუბიდან სამ თვეში წამოვა.
ყველაფერი დეტალურად უნდა მოვიფიქროთ. ჯერჯერობით ურუგვაიში დაბრუნებაზე არ ფიქრობს, ევროპაში უნდა დარჩეს, უფრო ესპანეთში სურს თამაში", - გაუმხილა ბერტა გომესმა Goal-ს.
33 წლის კავანიმ ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 14 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.