ბარტომეუს ხრიკები - თაღლითობა და მესის დაკნინების მცდელობა

AutoSharing Option
დადასტურდა ის, რაც აქამდე მხოლოდ საეჭვო იყო და კიდევ რამდენი რამ გაცხადდება...

კომპანია Price Waterhouse Coopers-მა (PWC) "ბარსელონას" ფირმა I3 Ventures-თან გარიგების აუდიტი ჩაატარა.

ამა წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ "ბარსა" კომპანია I3 Ventures-ს ფულს იმისათვის უხდიდა, რათა სოციალურ ქსელებში კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს იმიჯის გაუმჯობესებასა და ფეხბურთელების - ლეო მესისა და ჟერარ პიკეს დისკრედიტაციაზე ემუშავა. კერძოდ, ისინი პოსტებში უნდა გაექილიკებინათ.

კატალონიურმა "სპორტმა" ექსკლუზიურად გამოაქვეყნა პირველადი აუდიტის ზოგიერთი დასკვნა:

1. PWC ამტკიცებს, რომ I3 Ventures-ის მიერ შესრულებული სამუშაო თანხაში გადაჭარბებული
იყო, რამეთუ გაცილებით აღემატებოდა საბაზრო ღირებულებას. ციფრული კონსალტინგური კომპანიები ასეთი სამუშაოს შესრულებაში როგორც წესი 120 ათასი ევროდან 150 ათას ევრომდე იღებენ. "ბარსამ" კი 980 ათასი გადაუხადა.

2. I3 Ventures-ს საეჭვო რეპუტაცია აქვს. კომპანია ურუგვაიშია ბაზირებული და გასაკვირია, რომ სწორედ ის აირჩიეს. ეს მიუხედავად იმისა, რომ ესპანური კომპანიები აღნიშნულ სამუშაოს უფრო ხარისხიანად და უფრო დაბალ ფასში შეუსრულებდნენ.

3. დამტკიცებულია, რომ იმისათვის, რათა სპეციალური კომიტეტის წარდგენისათვის თავი აერიდებინათ, თანხა ხუთ ტრანშად დაყვეს. 200-ათასიანი თანხა სპეციალურ კომისიაზე მოწმდება, ამ შემთხვევაში კი თანხები 198 ათასზე ოდნავ მცირედ დაყვეს.

4. "ბარსამ" კონტრაქტები I3 Ventures-თან დაკავშირებულ ხუთ სხვადასხვა კომპანიას გაუფორმა. პუნქტები ისევე როგორც პროექტები იდენტური იყო.

გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, მხოლოდ დროებით შეჩერებულია კორონავირუსის გამო.

შეგახსენებთ, 10 აპრილს პროტესტის ნიშნად "ბარსელონას" ექვსი დირექტორი გადადგა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
Maq raxdeba ufalma icis, me erts vityvi ubralod, mesis diskreditacia mis shemkvets moubrundeba, mas da ronaldus imxela reputacia aqvt rom yvela svla mat mimart ushedego iqneba
Milani
12:41 12-04-2020
2
კიარ გადადგა გააგდეს ეს ბარსას კარგათ გამოზდის მითუმეტეს მის პრეზიდენტს ასეთი არეულობა კაის არაპერს მოუტანს სანამ დროა რამე უნდა გადაცყვიტონ ეს ერთ ადამიანს ეხება
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული