Sport.es-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" მთავარ სამიზნედ პსჟ-ის თავდამსხმელი ნეიმარი და მილანის "ინტერის" ფორვარდი ლაუტარო მარტინესი იქნებიან, თუმცა გუნდი ალტერნატიულ გეგმასაც ამზადებს.
წყაროს ცნობით, კატალონიელები მიუნხენის "ბაიერნის" შემტევის, 23 წლის კინგსლი კომანის სამსახურით დაინტერესდნენ.
შეგახსენებთ, კომანი პსჟ-ის აკადემიის აღზრდილია, ხოლო "ბაიერნში" ის 2017 წელს ტურინის "იუვენტუსიდან" გადავიდა. კინგსლიმ გერმანელთა შემადგენლობაში 147 მატჩი გამართა, სადაც 30 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა გააკეთა.