ნეიმარი თუ ვერ დაითანხმეს, "ბარსელონა" ამ ფეხბურთელს მოიყვანს

AutoSharing Option
Sport.es-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" მთავარ სამიზნედ პსჟ-ის თავდამსხმელი ნეიმარი და მილანის "ინტერის" ფორვარდი ლაუტარო მარტინესი იქნებიან, თუმცა გუნდი ალტერნატიულ გეგმასაც ამზადებს.

წყაროს ცნობით, კატალონიელები მიუნხენის "ბაიერნის" შემტევის, 23 წლის კინგსლი კომანის სამსახურით დაინტერესდნენ.

შეგახსენებთ, კომანი პსჟ-ის აკადემიის აღზრდილია, ხოლო "ბაიერნში" ის 2017 წელს ტურინის "იუვენტუსიდან" გადავიდა. კინგსლიმ გერმანელთა შემადგენლობაში 147 მატჩი გამართა, სადაც 30 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა გააკეთა.


მკითხველის კომენტარები / 4 /
ლჯ შენ მოგმართავ ეცი პატივი ქართველ მეპეს და ის შენი სახსენებელი არაა მითუმეტეს ასეთი პორმით და გავარტყი შენს ბარსელონას გასაგებია ვისაც არუყვარს ქართველი მთაწმინდა იცის სადაა ხოდა გადოხტეს
0
ამ სირობას ეხლა ვინ დაიჯერებს...დემბელეს მერე (ტრამვის მიდრეკილებაზე ვამბობ)
L.J.
15:44 13-04-2020
0

სიახლეები პოპულარული