ვიდალის იტალიაში დაბრუნება უნდა

AutoSharing Option
Calciomercato-ს ცნობით, კატალონიის 32 წლის ნახევარმცველი არტურო ვიდალი იტალიაში დაბრუნებით დაინტერესებულია. არტურო 2011-15 წლებში ტურინის "იუვენტუსის" შემადგენლობაში იყო.

გამომცემლობის ცნობით, კატალონიელები არ შეეწინააღმდეგებიან ვიდალს გუნდიდან წასვლაში, თუმცა გადაწყვეტილი აქვთ, რომ ფეხბურთელი 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვან. მეორე მხრივ, ეს თანხა საკმაოდ მაღალია ნახევარმცველის ასაკისა და კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

მიმდინარე სეზონში არტურომ 19 მატჩი გამართა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც განახორციელა. ვიდალისა და "ბარსელონას" ხელშეკრულება 2021 წლის ივნისამდეა გათვლილი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ წვერები მოიპარსე გირჩევნია, თორემ ბურთს ვეღარ ხედავ აშკარად.
vaska
14:34 16-04-2020
0
ან რას მოდიხართ, ან რას მიდიხართ. შენც გამოგეკიდება ვინმე რა? არ გვამადლიან თავს?
vaska
14:28 15-04-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული