"ბარსელონას" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: ნეიმარი დაბრუნდება, მესის კი...

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ემილი რუსსო ნეიმარის დაბრუნების შესაძლებლობასა და ლიონელ მესის კონტრაქტზე საუბრობს.

"ვფიქრობ, ნეიმარი ზაფხულში დაბრუნდება. მე ეს შეუძლებლად საერთოდ არ მიმაჩნია", - აღნიშნა რუსსომ ESPN-თან საუბარში და დაამატა, რომ კლუბებმა, რომლებიც დიდ სატრანსფერო გეგმებს ამზადებდნენ, კორონავირუსის პანდემია მათ სასარგებლოდ უნდა გამოიყენონ, რამეთუ ფეხბურთელებზე ფასდაკლება გარდაუვალი იქნება.

"მესი? ვფიქრობ, მესი და გუნდი მონახავენ საერთო ინტერესებს და კონტრაქტს გაახანგრძლივებენ, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება, ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. მე ძალიან გამიკვირდება, თუ ფეხბურთელისა და გუნდის ლამაზი ისტორია ცუდად
დასრულდება".

შეგახსენებთ, ლიონელ მესისა და კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობას ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაეძაბათ. მიზეზი კი გუნდის პრეზიდენტი ბართომეუ და მისი მაქინაციებია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მიანმარი და არა ნეიმარი. ნეიმარი არის ქვეყანა სამხრეთ აზიაში, რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრება ლაოსი. ბრაზილიელს ქვია ნიანმარი.
ირაკლი
13:52 16-04-2020
9
ევროპაში კორონავირუსი მძვინვარებს,ხალხი ქუჩაში ვერ გამოდის და არა მჯერა რომ ამ დროს ბარსაში ნეიმარის ტრანსფერზე და მესის კონტრაქტზე ფიქრობდნენ.უფრო ჟურნალისტების ფანტაზიები მგონია.
ასე მგონია.
12:23 16-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული