რივალდო დემბელეზე: დროა, "ბარსელონამ" გაყიდოს

AutoSharing Option
ექსბარსელონელ რივალდოს მიაჩნია, რომ მისმა ყოფილმა გუნდმა ნახევარმცველი უსმან დემბელე უნდა გაყიდოს.

"დემბელე სამი წლის წინ იყიდეს, გუნდში დასამკვიდრებლად და თავის წარმოსაჩენად საკმაო დრო ჰქონდა. შესაძლოა, თავისი დონე ვერასოდეს აჩვენოს.

ჯერჯერობით ისევ უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ვფიქრობ, მომავალ ზაფხულში ან უნდა გაყიდონ, ან სასურველ ფეხბურთელში გაცვალონ.

მას ტრავმების გამო არ გაუმართლა, მაგრამ ზოგიერთ მომენტში უკეთ შეეძლო წარმოჩენილიყო. ყველაფერი ცუდად წაუვიდა და კარიერის რეანიმირება სხვა კლუბში შეუძლია, სადაც თავს თვითდაჯერებულად იგრძნობს, რაც მაქსიმალურად კარგად თამაშში დაეხმარება.

ისე მოჩანს, "ბარსა" ლაუტარო მატინესის
შეძენას ცდილობს და მომავალ სეზონში დემბელეს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გაუჭირდება.

ამას გარდა, კატალონიურ კლუბს თუ საინტერესო ფეხბურთელების დამატება უნდა, ზოგიერთის გაყიდვა მართებს", - განუცხადა რივალდომ Betfair-ს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეჰ დემბო ძალიან მეცოდები, კარგი მონაცემების ფეხბურთელი ხარ, უბრალოდ რეჟიმს ვერ იცავ და შედეგიც სახეზე გაქვს.
0
...კიი... მუდამ პერსპექტიული...
buba
17:12 17-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული