ლაპორტა "ბარსელონას" პრეზიდენტის სავარძელში დაბრუნებას და კლუბის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანას აპირებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ექსპრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კლუბის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა, რომელიც 2021 წელს გაიმართება.

"ეს პროექტი აღმაფრთოვანებს. მე კლუბის სავალალო ფინანსური სიტუაციის გამოსასწორებლად პროფესიონალთა გუნდს ვაყალიბებ.

ჩემთვის "ბარსა" სამი ტრილიონის კლუბი გახდა - სამი ტრილიონი შემოსავლის, სამი ტრილიონი გასავლის და სამი ტრილიონი ვალის. მინდა კლუბის იმიჯის გასაუმჯობესებლად სპორტული პროექტი შემოგთავაზოთ.

ეს აღმაშფოთებელია, კლუბის სახელის შესაბღალად "ბარსელონას"ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მაფიოზურ მეთოდებს მიმართავს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ არკომპეტენტურობაზე. ახლა პანიკაში არიან და ყველაფრის დამალვა უნდათ", - ციტირებს ლაპორტას Cadena Ser-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული