სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი დავიდ სილვა შეიძლება "ვალენსიაში" გადავიდეს.
ESPN-ის ცნობით, 34 წლის ესპანელი უკვე აწარმოებს თავის ყოფილ კლუბთან მოლაპარაკებას, რომელსაც კორონავირუსი ართულებს.
სილვას "ქალაქელებთან" კონტრაქტი 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და სეზონის ამჟამინდელ გუნდში ჩასამთავრებლად, ალბათ, მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმება მოუწევს.
სილვას "ქალაქელებთან" კონტრაქტი 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და სეზონის ამჟამინდელ გუნდში ჩასამთავრებლად, ალბათ, მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმება მოუწევს.
"ღამურებმა" დავიდს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. ის "ვალენსიას" ღირსებას 2004-10 წლებში იცავდა.