რობერტო კარლოსი: "რეალში" 10 წუთში გადავედი...

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა რობერტო კარლოსმა გაიხსენა ისტორია, თუ როგორ აღმოჩნდა მილანის "ინტერიდან" მადრიდის "რეალში".

"ინტერში" ფლანგზე ვთამაშობდი. პრობლემა ის იყო, რომ პირველ 7 შეხვედრაში 7 გოლი გავიტანე და წინ წამწიეს, ეს კი ძალიან არ მომწონდა.

"ინტერის" პრეზიდენტ მასიმო მორატის ვუთხარი, რომ ასე ვერ გავაგრძელებდი და წინ ვერ ვითამაშებდი. იმავე დღეს კი "რეალის" პრეზიდენტ ლორენსო სანსის შევხვდი.

შეხვედრის დაწყებიდან 10 წუთში უკვე "ინტერი" დავტოვე და "რეალში" გადავედი. ადრე საქმეები ძალიან სწრაფად გვარდებოდა", - განაცხადა კარლოსმა.

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო
მარცხენა მცველად აღიარებულმა კარლოსმა მადრიდულ გრანდში 2007 წლამდე ითამაშა, ლა ლიგა 4-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგის თასი კი 3-ჯერ აღმართა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი დაასახელე მაშინ ვინ არის ამაზე ძლიერი მარცხენა მცველი
leooo
20:58 22-04-2020
0
ყველა დროის საუკეთესო მარცხენა მცველო არა, საიდან იგონებთ ამ ზღაპრებს?
Musenbezi
16:57 22-04-2020
13

სიახლეები პოპულარული