60 მილიონი და 2 ფეხბურთელი 19 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ - "ბარსა" დიდ ფსონს ჩამოდის

AutoSharing Option
სხვადასხვა იტალიური და ესპანური სპორტული გამოცემის მიხედვით, "ბარსელონა" "ბრეშიას" ნახევარმცველით სერიოზულადაა დაინტერესებული და დიდი ფსონის ჩამოსვლას აპირებს.

საქმე ეხება 19 წლის ფეხბურთელ სანდრო ტონალის, რომლის სანაცვლოდ კატალონიელები მზად არიან იტალიურ კლუბს 60 მილიონი ევრო გადაუხადონ და აკადემიის 2 ფეხბურთელიც დაუთმონ: ერთი - ცენტრალური ნახევარმცველი, მეორე - მარცხენა მცველი. მათი სატრანსფერო ფასი 5 და 7 მილიონი ევროა.

აღსანიშნავია, რომ ტონალით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. მათ შორის ყველაზე დიდ სურვილს ახალგაზრდის გადასაბირებლად "მილანი" გამოთქვამს.

სანდრო ტონალი "ბრეშიას" აღზრდილია. კლუბის ძირითად გუნდში დებიუტი 2017
წელს ჰქონდა, როცა "ბრეშია" სერია В-ში თამაშობდა. მიმდინარე სეზონში იტალიის უმაღლეს ლიგაში თინეიჯერმა ფეხბურთელმა 23 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.



მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ თვლიან მოთამაშის ფასს გაუგებარია. ჰალანდმა ზალცბურგში 2020-ს სეზონში 14 თამაში 16 ბურთი გაიტანა. გოლების კორიანტელი და ასეთი ხმაური გამოიწვია, დორტმუნდმა კი მხოლოდ 20 მილიონად შეიძინა. ეს ვიღაც კი 60 მილიონად, კიდევ 2 მოთამაშე ხურდაში.
G.LA
10:29 25-04-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული