ესპანეთში მატჩამდე და შესვენებაზე ბურთებისა და მოედნის სტერილიზებას მოახდენენ

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის გუნდების ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტმა რაფაელ რამოსმა "ელ პაისის" ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა და თქვა, თუ უსაფრთხოების რა ზომებს მიმართავენ ჩემპიონატის განახლების შემთხვევაში.

- ბურთიდან ვირუსის გავრცელების საშიშროება თუ არსებობს?
- პრინციპში, არა. ყველაფერი და მათ შორის გაზონი სტერილიზებული იქნება მატჩამდე, შესვენებაზე და მატჩის შემდეგ. ბურთმა შეიძლება დაგაინფიციროთ, მაგრამ როდესაც სტერილიზებული ბურთი სტერილიზებულ გაზონზე დაგორავს, ამის საშიშროება მინიმალურია.

- როგორ წარმოგიდგენიათ გოლები აღნიშვნის გარეშე და მსაჯთან უსაფრთხო დისტანციაზე კამათი?
- აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. კუთხურის ჩაწოდებისას ფეხბურთელები ერთმანეთს
არ ჩაეჭიდებიან, გატანილი გოლის შემდეგ არ გადაეხვევიან.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული