15 წლის წინ, 1-ელ მაისს, "ბარსელონა"-"ალბასეტეს" მატჩის 88-ე წუთზე, კატალონიელების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ რაიკარდმა სამუელ ეტო'ო 17 წლის არგენტინელი ლიონელ მესით შეცვალა.
თამაშის 90-ე წუთზე, რონალდინიოს ულამაზესი გადაცემის შემდეგ, ახალგაზრდა მესიმ "ალბასეტეს" მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. სწორედ ამ დღიდან დაიწყო ფეხბურთის ისტორიაში ახალი ეპოქალური ფეხბურთელის ისტორია.