პიკემ ცნობილი "2:6" გაიხსენა, კასილასმა კი მტკივნეულად უპასუხა [PHOTO]

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ 2009 წელს "ელ კლასიკოში" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ცნობილი გამარჯვება გაიხსენა. მაშინ "ბლაუგრანამ" "ბლანკოსს" პრიმერა დივიზიონის მატჩში გასვლაზე, ანგარიშით, 6:2 მოუგო.

პიკემ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა იმ შეხვედრაში მის მიერ გატანილი გოლის ვიდეო და დააწერა: "11 წელი!"

იკერმა კი, პიკეს პოსტი გააზიარა და დაწერა: "11+2=13".


Sportall.Ge


ბუნებრივია, "რეალის" ლეგენდამ "ბარსას" ვიცე კაპიტანს "სამეფო კლუბის" ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებათა რიცხვი შეახსენა.

კასილასი მადრიდის "რეალში" 1999 წლიდან 2015 წლამდე თამაშობდა. "თეთრებთან" ერთად იკერმა ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო და ესპანეთის ჩემპიონი 5
გახდა. "პორტუში" გადასულსულ იკერს, შარშან, 2019 წელს, გულის შეტევა დაემართა და მოგვიანებით იძულებული გახდა კარიერა დაესრულებინა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
სამეფო გუნდიდან მარტო სახელია დარჩენილი... გლეხუჭა და ბოღმა ყოფილა იკერი... რამე შესაბამისი მაინც დაედო :)
ვახო
18:55 04-05-2020
6
რა თქმა უნდა შედეგებით რეალი უდავო ფავორიტია,თუმცა მოდით შედეგები ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ;ბარსელონას სტილი ყოველთვის შემტევი იყო,გამოსდიოდა ეს თუ არა,ყავდა სუპერვარსკვლავები შეტევაში თუ არა ის ამ სტილს არ ღალატობს,ცდილობს ითამაშოს ის ფეხბურთი რაც ქომაგს მოწონს,ფეხბურთის სილამაზე ხომ შესრულებული ტექნიკური ელემენტების სიმრავლეშია,ხოლო რაც შეეხება ამ საუკუნეს,აქ ლაპარაკიც არ უნდა იმას,რომ ბარსელონა პოპულარობით აშკარად ჯობნის რეალს,ეს თაობა უდავოდ ოქროს თაობაა არა მხოლოდ ლამანსიის ისტორიაში,არამედ მსოფლიო საფეხბურთო აკადემიების ისტორიაშიც,ხოლო რაც შეეხება ე.წ.ტიკი-ტაკას ეს ის სტილია რომელმაც ესპანეთს ორი ევროპა და მსოფლიო მოაგებინა,ამ სტილით ამ დონეზე ვერ ითამაშებს დღეს მსოფლიოში ვერავინ ისე,როგორც ამას ბარსელონა აკეთებს და სამწუხაროდ მგონია,რომ ამ თაობის წასვლის შემდეგ იგივე ბარსელონამ ამ დონეზე ვერ შეძლოს ამის გაკეთება.რაც შეეხება იმას, რომელი ჯობს მესი თუ რონალდო,ამ კითხვას ჩემი აზრით ყველაზე კარგად უპასუხა ფხბურთის კიდევ ერთმა ლეგენდამ ჯერარდმა;ბავშვებს, მომავალ ფეხბურთელებს მე ვურჩევდი მიბაძონ რონალდოს,რადგან იგი დიდი შრომის შედეგია,ხოლო იმას რასაც მესი აკეთებს ვერ ისწავლი,ის ზეციურია.ფეხბურთს ისტორიაში ამ დონის შემსრულებელი არ ყოლია,ის მართლაც ზეციურია.
sake
18:16 04-05-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული