გოდინი: ის უნაკლო მწვრთნელი და ორკესტრის დირიჟორია

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ურუგვაელმა მცველმა, რომელიც აქამდე "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა, საკუთარი აზრი მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონეს შესახებ გამოთქვა.

"ჩოლო სრულყოფილი მწვრთნელია. მე "ატლეტკოში" თამაშის დროს ამას ყოველთვის ვამბობდი.

ის ფეხბურთელებს არ შორდება, ძალიან ბევრ ტაქტიკურ სამუშაოს ასრულებს და ყველა თამაშის წინ ძალიან ჭკვიანურად ემზადება - მას ამისათვის ბუნებრივი ტალანტი აქვს.

ის ენერგიით არის სავსე და შეუძლია განსკუთრებული ურთიერთგაგების ჩამოყალიბება გუნდსა და გულშემატკივრებს შორის. ის ორკესტრის დირიჟორია,"- განაცხადა გოდინმა.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული