ფიგუ: ის საუკეთესო პარტნიორი იყო, რონალდოსაც სჯობდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, პორტუგალიელმა ლუიშ ფიგუმ კარიერაში საუკეთესო პარტნიორზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ეს რაულია. თავისი ხასიათის წყალობით მან არაერთი ტიტული მოიგო. მან ყოველთვის იცოდა, სად უნდა ყოფილიყო, სად გაქცეულიყო და როგორ გაემწვავებინა სიტუაცია და გაეტანა გოლი.

დიახ, რონალდოც იყო, რომელსაც ჰქონდა ტექნიკა, სისწრაფე, თუმცა რაული უკეთესად მიმაჩნია. მას რონალდოსნაირად ბევრი უნარი არ ჰქონდა, თუმცა ყოველთვის იტანდა გოლს და შედეგს დებდა", - თქვა ფიგუმ.

შეგახსენებთ, რაული "რეალში" 1994 წლიდან 2010-ის ჩათვლით თამაშობდა. მან 741 მატჩში 325 გოლი და
109 საგოლე გადაცემა მოუტანა გუნდს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ფიგუ 1994-2010 კი არა, არამედ 2000-2005 წლებში თამაშობდა რეალში
Bachuki
04 მაისი 2020 12:45
8
რაულზე ამბობს ავტორი. ფიგუზე კი არა.
ნიკა
07 მაისი 2020 04:27
0
ბაჩო რას ერჩი მაგ პატიოსან კაცს? ფიგუ არა რაულიო ძმა
bachos
05 მაისი 2020 16:50
0
ყველა გამოხმაურება
ფიგუმ საერთოდ რომელი თამაში მოიგო? ელბერთან?
ddgfdf
04 მაისი 2020 11:38
6
კაი აიყვანონ მაშინ რაული ბუტრაგენიოს ნაცვლად და ბრაზილიას თავისი შემადგენლობის დაყენება დააცადონ ისედაც ვერცერთი ესპანელი ვერ მოხვდება.
ddgfdf
04 მაისი 2020 11:35
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული