ხავი: თუ "ბარსას" ჩავუდგები სათავეში - მესი 5-7 წელი მაღალ დონეზე ითამაშებს

AutoSharing Option
"ალ-სადის" მწვრთნელმა ხავიმ თქვა, რომ "ბარსელონას" 32 წლის თავდამსხმელი ლეო მესი კიდევ დიდხანს ითამაშებს მაღალ დონეზე.

"თუ "ბარსას" ჩავუდგები სათავეში და გუნდში მესი დამხვდება, ეს პლუსი იქნება. მესის კიდევ 5-7 წელი შეუძლია ძალიან მაღალ დონეზე თამაში.

ის საკუთარ თავზე შესანიშნავად ზრუნავს, ფიზიკურ მზადყოფნას ყურადღებას აქცევს. დარწმუნებული ვარ, 37, 38 ან 39 წლამდე კარიერას არ დაასრულებს. ეჭვიც არ მეპარება, 2022 წელს კატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს", - უთხრა ხავიმ სამუელ ეტო'ოს "ინსტაგრამის" პირდაპირ ეთერში.

ხავის "ბარსელონას" მწვრთნელობა ზამთარში შესთავაზეს, მაგრამ ამ
ეტაპზე თავი შეიკავა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
აუ მე მგონია რო ეს ხავი ერთ ადგილს ათამაშებს ამ ბარსას მწვრთნელობის საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ფეხბურთელი ერთერთი ყველაზე მაგარი იყო, მარა ეხლა ატრაკებს
საბა
22:52 04-05-2020
14
ამას მგონი რამსები აერია და კიდევ 25 წლის გონია
18

სიახლეები პოპულარული