კურტუა: ვაჩვენეთ, "ბარსაზე" უკეთესები რომ ვართ, რატომ უნდა გახდნენ ჩემპიონები?

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" კარის დარაჯმა ტიბო კურტუამ კომენტარი ლა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებულის შესახებ გააკეთა.

"მხოლოდ 2 ქულით ჩამოვრჩებით "ბარსელონას" და ჩემპიონები შეგვიძლია გავხდეთ. ასე რომ, ნამდვილად არ გაგვიმართლებს, თუ სეზონის შედეგებს გააუქმებენ.

თუ ჩემპიონად "ბარსელონას" გამოაცხადებენ, ამას უსამართლობას დავარქმევ. პირველ შეხვედრაში ფრედ ვითამაშეთ, მეორე მატჩში კი დავამარცხეთ მეტოქე.

ამ თამაშებში დავამტკიცეთ, რომ მოწინააღმდეგეზე უკეთესები ვართ, ახლა კი სულ 2 ქულით ჩამოვრჩებით. ამიტომ "ბარსას" ჩემპიონობას არ დავეთანხმები.

ინგლისისა და "ლივერპულის" შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა. ჩვენ კი 11 თამაში დაგვრჩა და ჩემპიონობის ახლა
გამოცხადება ნაადრევია. თუ არჩევანის გაკეთებაა საჭირო ჩემპიონის გამოცხადებაზე ჩემპიონატის დასრულების გარეშე, ამ შემთხვევაში სამართლიანი იქნება, თუ ოქროს მედლები არცერთ გუნდს არ გადაეცემა", - განაცხადა ბელგიელმა კიპერმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
გატანილს არა გატანილებს კურტუას კარში
barsa
02:13 06-05-2020
2
რაო დიმა ორ თამშში ერთიც ვერ გაუტანა? თუ გენდომება პირადად გამოგიგზავნი ვიდეოს მესის გატანილს კურტუას კარში
barsa
01:42 06-05-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული