ესპანეთში ცარიელი ტრიბუნების ფონზე 2021 წლის თებერვლამდე აპირებენ თამაშს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი კარდონერი თავის აზრს უზიარებს ჟურნალისტებს, თუ როდის შეძლებენ ფეხბურთის მოყვარულები სტადიონზე დასწრებას.

"გულშემატკივრის დაბრუნება რთული საკითხია. ჩემპიონატის მატჩებს მაყურებლის თანდასწრებით არაუადრეს 2021 წლის თებერვლისა შევძლებთ. რა თქმა უნდა, აბონემენტის მფლობელებს უპირატესობა მიენიჭებათ და მათ გადახდილი აუნაზღაურდებათ", - ისაუბრა კარდონერმა ESPN-თან.

ამჟამად ესპანეთში ფეხბურთის განახლებას ივნისში ელოდებიან. დარჩენილი 11 ტურის მატჩები ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლის.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული