"ბარსელონა" დღეს, 8 მაისს, ვარჯიშს განაახლებს, - იტყობინება კატალონიური კლუბის საიტი.
ვარჯიშებზე მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები. ფეხბურთელები ბაზაზე სპორტულ ტანსაცმელში ჩაცმულები მივლენ, ხოლო შემდეგ გასახდელში არ შევლენ და ისე გაემგზავრებიან სახლებში.
აღსანიშნავია, რომ გუნდის ფეხბურთელებმა და თანამშრომლებმა კორონავირუსის ტესტი გაიარეს და ყველა უარყოფითი აღმოჩნდა.
ლა ლიგის განახლება ივნისშია დაგეგმილი.