სტოიჩკოვმა "ბარსელონაში" გვარდიოლას ღვაწლი დააკნინა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა ხრისტო სტოიჩკოვმა კატალონიურ კლუბში პეპ გვარდიოლას მუშაობა შეაფასა.

"მისთვის მუშაობა ადვილი იყო, ვინაიდან იდეალურად იცნობდა ახალგაზრდული გუნდის ინფრასტრუქტურას. გვარდიოლამ რაიკარდის შეკრებილი გუნდი ჩაიბარა. მესის და სხვების დებიუტი რაიკარდის დროს შედგა.

კლუბმა არაჩვეულებრივ შედეგებს პეპთან ერთად მიაღწია, თუმცა ამას მის გარეშეც მოახერხებდა.

გუნდში ტიერი ანრი, დეკო, რონალდინიო, რაფა მარკესი, კარლეს პუიოლი და ვიქტორ ვალდესი იყვნენ. ზოგიერთს წასვლა მოუწია, მაგრამ ანდრეს ინიესტა და პედრო მოვიდნენ, მესიმ კი უფრო ხშირად თამაში დაიწყო. ასე შეიქმნა გუნდი", - განუცხადა სტოიჩკოვმა "მირორს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
იმ შემადგენლობით რაც ჰყავდა გავრდიოლას, ლიგის ყოველ წელს მოგება მართებდა. მე ვფიქრობ არასწორად ანაწილებდა გუნდის ენერგიას, სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლოგის პლეიოფებს რომ ვეღარ იგებდა.
უფრო მეტიც
10:44 11-05-2020
0
სხვა სათაური აჯობებდა აქ მაინც
ხრისტო
14:42 11-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული