"ბარსელონას" მცველი ჟერარდ პიკე ჩემპიონის ტიტულის სპორტული პრინციპით მოპოვების მომხრეა და ლა ლიგის სასწრაფოდ განახლებას უჭერს მხარს.
"მე სრულიად ვემხრობი ლა ლიგის ხელმძღვანელობის სურვილს, რათა ჩემპიონატი გაგრძელდეს. ახლა ბევრი რამ გადასაწყვეტია. "ბარსასთვის" ჩემპიონობა ჩემპიონატის განუახლებლად საშინელება იქნება და ეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე ვართ.
ლიგის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით და ყველაფრის საქმის კურსში გვაყენებს. ბევრ ფეხბურთელს ეშინია და ამიტომ უსაფრთხოების ზომების დაცვა გვმართებს", - განუცხადა პიკემ "მარკას".
ლიგის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით და ყველაფრის საქმის კურსში გვაყენებს. ბევრ ფეხბურთელს ეშინია და ამიტომ უსაფრთხოების ზომების დაცვა გვმართებს", - განუცხადა პიკემ "მარკას".