მესი დიდი ქველმოქმედია - კორონავირუსთან ბრძოლას კიდევ ნახევარი მილიონი შესწირა

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი მშობლიურ არგენტინას კორონავირუსთან ბრძოლაში ეხმარება. TyC Sports-ის ცნობით, მან გარაჰანის ფონდში ნახევარი მილიონი ევრო გადარიცხა და ეს თანხა 8 საავადმყოფოზე გადანაწილდება.

მესის გადარიცხული ფულით ექიმებისთვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, მრავალპარამეტრიანი მონიტორები, საჭირო პრეპარატები და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 5 აპარატი შეიძინეს.

"ჩვენი მუშაობის დაფასებისა და აღიარებისათვის ძალიან მადლობლები ვართ. ეს დახმარება არგენტინის ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში დიდ სამსახურს გვიწევს", - განაცხადა გარაჰანის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა სილვია კასაბმა.

ადრე მესიმ კორონავირუსთან საბრძოლველად კატალონიას 1 მილიონი ევრო შესწირა.

არგენტინაში ეპიდემიის 6
034 შემთხვევა დაფიქსირდა. 305 ადამიანი გარდაიცვალა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
უფალი დაუფასებს,წინ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი,ღმერთმა გამარჯჯვებული ატაროს,მართლა კარგი კაცია!
sabo
08:11 12-05-2020
0
ეს ის არგენტინაა არა, მესისთვის რო 1000 დოლარი დაენანა ყოველთვიურად, როცა ზრდის ჰარმონი აკლდა ტალანტს და ფეხბურთისთვის თავის დანებებას აპირებდა. ეს კი ის მესია რომელსაც ნაკრების ტექნიკური პერსონალი ყოველ მის ჩასვლას ნაკრების თამაშებზე მოუთმენლად ელოდება, რომ ხელფასები გადაუხადოს. რომლებსაც არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია "ვერ შოულობს". და ბოლოს ეს ის "მადლიერი" გულშემატკივრები არიან ხომ, მსოფლიო ჩემპიონობას რომ მარტო მესის გასაკეთებელ საქმედ თვლიან და როცა გუნდი ვერ თამაშობს მესის ოჯახს, მშობლებს, ცოლშვილს, ტრიბუნებზე ლოჟაში უვარდებიან გინებით.
დავითი
18:23 12-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული