"ბარსას" მოსკოვის "ლოკომოტივის" შემტევი სურს - პრეზიდენტი თანახმაა

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული და ევროპული გამოცემის მიხედვით, "ბარსელონას", მომავალი სატრანსფერო ფანჯრის ფარგლებში, მოსკოვის "ლოკომოტივის" შემტევ ალეკსეი მირანჩუკის შეძენა სურს.

კლუბში არსებული კრიზისის გამო "ბლაუგრანა" დაბალბიუჯეტიან ფეხბურთელებზე გადაერთო და ერთ-ერთი მათგანი სწორედ 24 წლის რუსი შემტევი აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წყაროების ცნობით, "ბარსას" პრეზიდენტმა ბართომეუმ ტრანსფერი მოიწონა.

თუ კატალონიელები ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის და შემდეგ "რკინიგზელებთან" ტრანსფერის თანხის შეთანხმებას შეძლებენ, შესაძლოა, რუსი ფეხბურთელი "ბარსელონას" პირველი შენაძენი გახდეს 2020-21 წლების სეზონის წინ.

მიმდინარე სეზონში მირანჩუკმა "ლოკომოტივის" შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და
5 საგოლე გადაცემა გააკეთა. რუსული საინფორმაციო საშუალებების მიხედვით, "ლოკო" მის გაშვებას 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.

altრუსებმა ამიერკავკასიის სიმბოლურში 5 სომეხი, 4 ქართველი და 2 აზერბაიჯანელი შეიყვანეს



მკითხველის კომენტარები / 8 /
თუ ასეთ ფეხბუღთელებს იყიდის ბარსელონა, მაშინ ვალიადოლიდისგან ან ესპანიოლისგან არაფრით განსხვავებული გუნდი აღარ იქნება და ჩვეულებრივ საშუალო ევროპულ კლუბად გადაიქცევა.
გუნდი, რომელსაც მესი ჰყავს, მირანჩუკზე თუ ფიქრობს (რომელიც რა თქმა უნდა ძალიან კვალიფიციური მოთამაშეა, მაგრამ ევროპული დონის ვარსკვლავობისგან შორსაა), ესე იგი ფულში მაგრად ერხევა.
ჯამი ჭურჭელია
13:59 13-05-2020
6
მირანჩუკი გორის დილაში!
გენო
13:56 13-05-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული