ედმილსონმა ახსნა, თუ რატომაა მესი დიადი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა ედმილსონმა ამავე გუნდის ამჟამინდელი კაპიტანი ლეო მესი დაახასიათა.

"უკვე მაშინ ვხედავდი, რომ მესი სხვებისგან გამორჩეული იყო. სულიერად ძალიან ძლიერი ბიჭი გახლდათ. ასეთი თვისებების მატარებელი ბევრი მოთამაშე არ მინახავს. როდესაც გუნდში პირველად მოვედი, ვარჯიშზე 17 წლის ძალიან ტექნიკური ბიჭუნა ვნახე.

მესის ხშირად ადარებენ სხვა დიდ ფეხბურთელებს. ყველა თაობას თავისი გმირი ჰყავს, მაგრამ ამდენი ხანი ასეთ მაღალ დონეზე ბევრს არ უთამაშია... სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა.

ლეო ამ დონეზე, პელეს მსგავსად, 10 წელია თამაშობს. სხვები კი, მარადონა და მისი მსგავსები
- 3-4 წელი. აი, რაშია სხვაობა", - განუმარტა მესის სიდიადე ედმილსონმა კატალონიურ "სპორტს".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ედმილსონ ყოჩაღ, მაგრად მევასა შენი ნათქვამი ლეოზე. ნაღდად ძმაო მართლაც ასეა.
კობა
10:45 19-05-2020
1
რატომ 10 წელი?მესი 20 წლისაც და უფრო ადრეც,უკვე ვარსკვლავი იყო.სხვათა შორის,პელეც 17 წლისა,უკვე ვარსკვლავი,უფრო სწორედ სუპერვარსკვლავი იყო.
სოსო
11:47 19-05-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული