მორატი: ყველა ოცნებობს მესიზე, მაგრამ ის "ბარსელონადან" არ წავა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ყოფილ მფლობელს, მასიმო მორატის არ სჯერა, რომ კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი გუნდს დატოვებს. იტალიელი სპეციალისტი, ასევე, ლაუტარო მარტინესის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს.

"ყველა ოცნებობს მესიზე, მაგრამ ის არ წავა "ბარსელონადან". ლეო კვლავ საუკეთესო ფეხბურთელია. რაც შეეხება მარტინესს, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. წავიკითხე, რომ "ბარსელონა" საინტერესო წინადადებებს სთავაზობს "ინტერს". ასეთი შეთავაზებების შემდეგ უარის თქმა რთულია." - მოჰყავს მორატის სიტყვები Goal.com-ს.

მესი "ბარსას" აღზრდილია. ის ესპანურ გრანდში 2004 წლიდან თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეჰ ჩვენც ვოცნებობთ მესის ნაირ ფეხბურთელს ქართულ ფეხბურთის სივრცეში, მაგრამ სადაა?
გიო
13:59 19-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული