სიკვდილს გადარჩენილ ფორვარდს კორონავირუსის გამო "რეალში" შანსი გაუჩნდა

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით,  მადრიდის "რეალის" სერბი ფორვარდი ლუკა იოვიჩი "სამეფო კლუბში" კიდევ ერთ შანსს მიიღებს, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისია.

ახალგაზრდა ფორვარდის მადრიდული მომავალი ბინდით იყო მოცული, რადგან "თეთრებს" ერლინ ჰოლანის შეძენა სურდათ. ჰოლანის ტრანსფერი 2021 ან 2022 წლამდე გადაიდო. ამიტომაც ლუკა მინიმუმ 1 სეზონს კიდევ გაატარებს "რეალში".

აღსანიშნავია, რომ თავად იოვიჩს ერთი სული აქვს, როდის მიიღებს შანსს, რათა უმაღლეს დონეზე თამაში შეძლოს. "რეალშიც" მსგავსი შესაძლებლობის მიცემას აპირებენ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა იონფორმაცია, რომ იოვიჩმა ტრავმა მიიღო და
3 თვეს გამოტოვებდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სახლის კედლიდან ჩამოვარდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

იოვიჩი "რეალში" ფრანკფურტის "აინტრახტიდან" გასულ წელს 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ფორვარდმა ლა ლიგაში 15 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
Ubralod ver vigeb rato isamarebs es xalxi karieras. Fuli? Sxva gundshic shezleb imdenis agebas rom geyos cxovrebistvis xom? Cadi sashualo donis klubshi da itamashe fexburti she dalocvilo. Samefo satadarigfos xexcas eg ar jobia.
Milani
21:25 19-05-2020
1
სატაური გაფილტრეთ ხოლმე "სიკვდილს გადარჩენილს"ჯობდა უტვინო ანდა თავში ავარდნილს კიდევ ერთ შანსს აძლევენო;)))
L.J.
21:22 19-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული